"მე ვფიქრობ, გვარდიოლას უნდა, დიდ მატჩებში რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს. მან "ბარსელონას" სისტემა გაითავისა. იქ წარმატებას მიაღწია.
"ბაიერნსა" და "სიტიში" ყოველ ჯერზე ცვლილებებს ახორციელებდა და ყოველთვის წარუმატებლად. მუდამ უნდოდა ეჩვენებინა, რომ საუკეთესოა. მინდა ვუთხრა: "პეპ, შენ გამოჩენილი მწვრთნელი ხარ, მაგრამ შენი სისტემის ერთგული იყავი, თუ შეიძლება!".
მე მას ეგოისტს ვუწოდებდი. დიახ, ეს მკვახე გამოთქმაა, მაგრამ იმასთანაა დაკავშირებული, რასაც აკეთებდა. "ბაიერნში" ერთხელ ლევანდოვსკი მარცხენა ფლანგზე დააყენა.
მაშინ ამან საერთოდ არ იმუშავა", - განაცხადა მათეუსმა "სპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.