29 წლის ფეხბურთელმა ერთი შეხედვით საკმაოდ მოულოდნელი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მისთვის აღნიშნულ სიტუაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ლეოს ტრანსფერი არ მაღელვებს. იმ შემთხვევაში თუ ის მომდევნო სეზონში "სიტის" ღირსებას დაიცავს, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, საპირისპიროს შემთხვევაში კი პრობლემას ვერ ვხედავ. აქ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ" - განაცხადა დე ბრუინმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
დე ბრუინი: ფული მართავს ფეხბურთს - მალე განადგურებულნი ვიქნებით