იოზილი საუდის არაბეთში?

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მესუთ იოზილის ლონდონური კარიერა დასასრულს უახლოვდება.

თურქმა ფეხბურთელმა "არსენალის" მაისურით ბოლოს მიმდინარე წლის მარტში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ითამაშა. როგორც ცნობილია, ის მიკელ არტეტას სამომავლო გეგმებში არ შედის.

TyC sports-ის ცნობით, იოზილის სანაცვლოდ "მეთოფეებს" 5 მილიონ ევროს "ალ-ნასრი" სთავაზობს, რომელიც საუდის არაბეთის UAE ლიგაში ასპარეზობს.

როგორც ცნობილია, გამოცდილ ფეხბურთელს არაბები საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობენ, თუმცა იოზილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

alt"არსენალი" იოზილს გუნდიდან ვერ აგდებს

altიოზილის აგენტი: "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გამორიცხულია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული