"ლივერპულმა" "ლესტერს" ადვილად მოუგო და "ტოტენჰემს" დაეწია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურში "ლივერპულმა" "ენფილდზე" 3:0 დაამარცხა "ლესტერი".

მერსისაიდელები ევანსის ავტოგოლით დაწინაურდნენ, შემდეგ კი გოლები ჟოტამ და ფირმინომ გაიტანეს.

"ლივერპული" ჩემპიონატზე საკუთარ მოედანზე 64 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია (53 მოგება და 11 ფრე), რაც მისი საკლუბო რეკორდია.

ჟოტამ "წითლებში" ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა. კეიტამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო ვეინალდუმმა თავის გუნდში მე-200 მატჩი ჩაატარა - 150-ე ჩემპიონატზე.

"ლივერპული" ლიდერ "ტოტენჰემს" დაეწია და 28 ნოემბერს სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული