38 წლის პიოტრ ჩეხი დაბრუნდა და "ჩელსის" დუბლებში ითამაშა

AutoSharing Option
38 წლის მეკარე პიოტრ ჩეხმა კარიერა განაახლა და "ჩელსის" დუბლებში "ტოტენჰემთან" მოგებულ მატჩში (3:2) ითამაშა. "არისტოკრატებში" აგრეთვე ნახევარმცველმა დენიელ დრინკოუტერმა იასპარეზა, რომელიც 77-ე წუთზე გააძევეს.

ჩეხი "ჩელსის" ღირსებას 2004-15 წლებში იცავდა და მის რიგებში 15 ტროფეი მოიგო, მათ შორის - ოთხჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. ბოლოს ის "არსენალში" თამაშობდა.

ჩეხს ჩეხეთის ნაკრებში 124 შეხვედრა აქვს ჩატარებული (121 გოლი გაუშვა) და 2004 წელს პორტუგალიაში ევროპირველობის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"პიოტრ"; "ტროფეი" - მალადცი რებიატა, ტაკ დერჟატ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული