ანჩელოტი: ფერგიუსონმა "მანჩესტერის" გაწვრთნა შემომთავაზა

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მოჰყვა, რომ 2013 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "წითლების" მთავარი მწვრთნელობა შეეძლო.

"ამის შესახებ ჩემგან გინდათ გაიგოთ? შემიძლია გითხრათ, რომ ფერგიუსონთან დღემდე ჩინებული ურთიერთობა მაქვს. მაშინ შევხვდით ერთმანეთს, როცა "იუნაიტედიდან" წასვლას აპირებდა.

მე "რეალში" დანიშვნასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ძალიან ვაფასებ, მაშინ სერ ალექსმა მე რომ მომმართა. მეტი არაფერი ყოფილა, სხვა დროს "წითლების" მწვრთნელობის შანსი არასდროს მქონია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ფანტასტიკური კლუბია, რომელსაც ბევრჯერ დავუპირისპირდი. როცა იქ ჯერ კიდევ სერ ალექსი იყო, მე "ჩელსის"
ვწვრთნიდი.

"იუნაიტედს" უდიდეს პატივს ვცემ, ეს მსოფლიო ფეხბურთისთვის ისტორიული გუნდია, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც "მილანი" და "რეალი" არიან", - განაცხადა ანჩელოტიმ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული