სოციალურ ქსელებში აგრესია და შეურაცხყოფის მიყენება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. აღნიშნულ პრობლემაზე კომენტარი "არსენალის" მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გააკეთა:
"მე იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვან, მაგრამ არა შეურაცხყოფითა და ასეთი ფორმით, როდესაც ტელეფონს იმისათვის იყენებ, რათა ადამიანს უთხრა ყველაფერი, რომელსაც საერთოდ არ იცნობ.
ჩემი აზრით, ეს მავნებლობაა და უნდა ამოიძირკვოს", - ციტირებს არტეტას კლუბის "ტვიტერი".