ინგლისის თასის 1/8-ფინალში "მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ჰემი" 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ სოლსკიაერს იმედი ჰქონდა, რომ წამყვანი მოთამაშეების გარეშე შეძლებდნენ დედაქალაქელთა ძლევას და შოუ, ბრუნო ფერნანდეში, კავანი და მაკტომინი სასტარტოში არ დააყენა. თუმცა საბოლოოდ მათ დასვენება არ მოუწიათ, რადგან მასპინძლები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და მეორე ტაიმში ისინი შეცვლაზე შეუშვა.
ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, 97-ე წუთზე კი მაკტომინიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და "მანჩესტერი" ზედიზედ მეშვიდედ გავიდა მეოთხედფინალში.