"რატომ უნდა ვეთამაშოთ "ტოტენჰემს" ან "ევერტონს"?.." - პეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" (4:1) გამარჯვების შემდეგ დასმულ შეკითხვას უპასუხა: 

დასრულდა თუ არა საჩემპიონო ბრძოლა?

"როდესაც ჩვენ მალე ვვითარდებით, საპასუხო დარტყმასაც ვიღებთ, რასაც ჩვენ რამდენჯერმე წარსულშიც წავაწყდით. "ლივერპული" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. საკუთარ მოედანზე 68-მატჩიანი წაუგებელი სერია... ეს ძალიან ბევრია. ჩვენ გავიმარჯვეთ, თანაც დიდი ანგარიშით, მაგრამ ისინიც იმარჯვებდნენ და მოწინააღმდეგეს ანადგურებდნენ, თუმცა ახლა ზედიზედ 3 მატჩი "ენფილდზე" წააგეს. 

ეს ყველაფერი შესაძლოა ჩვენც დაგვემართოს. სავსებით რეალურია ზედიზედ 3-4 თამაში წავაგოთ და ჩვენი წაუგებელი სერიაც დასრულდეს. ჩვენ
ვიგებთ, ვპროგრესირებთ, მაგრამ შესაძლოა ჩვენც არ გაგვიმართლოს. უბრალოდ, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ის გუნდი აღარ ვართ, როგორიც ვიყავით და ერთიორად გავიზარდეთ. 

დაახლოებით 2-3 თვის წინ ჩვენ არათუ ჩემპიონობის, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსიც კი არ გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა. 

სიტუაცია ყოველთვის იცვლება. არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც ამბობენ: "ჩვენ ჩემპიონები ვართ, რატომ უნდა ვეთამაშოთ "ტოტენჰემს" ან "ევერტონს"? საუკეთესო გზა, რათა მსგავსი შეკითხვები თავიდან აირიდო, მომდევნო მატჩზე ფიქრია. ამ დროს შენ მოგებათა სერიის გაგრძელებასა და მორიგი 3 ქულის აღებაზე ფიქრობ. 

არასდროს უნდა დაივიწყო ის, რომ ხვალ შენ არ წააგებ... ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 

მუდმივი არაფერია, ყველაფერი იცვლება. ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ვიგებთ, არ ნიშნავს იმას, რომ მომავალშიც მოვიგებთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. 


მომზადებულია sports-ის მიხედვით

alt"მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" გაანადგურა და მიჯრით მე-14 გამარჯვება იზეიმა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული