"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა 2018 წელს გადატანილ ინსულტსა და ოპერაციაზე ისაუბრა.
"ხმა საერთოდ დავკარგე, არაფრის თქმა არ შემეძლო. ძალიან, ძალიან შემეშინდა, გონებაში უამრავი აზრი ტრიალებდა, რაც სიტუაციას უფრო მიმძიმებდა.
დამიბრუნდება კი მახსოვრობა? შევძლებ კი ოდესმე ისევ ლაპარაკს? - ეს აზრები მოსვენებას არ მაძლევდა,"- განაცხადა 79 წლის ფერგიუსონმა.
სერ ალექსი "იუნაიტედის" 26 წლის განმავლობაში წვრთნიდა - 1986-დან 2013 წლის ჩათვლით. მან გუნდთან ერთად 38 ტიტული მოიგო.
მომზადებულია Manchester Evening News-ის მიხედვით
ფერგიუსონი - კლოპს: გპატიობ, რომ 03:30 საათზე პრემიერლიგის მოგების შესატყობინებლად გამაღვიძე