სრული სვლით პრემიერლიგისკენ - ჩისკომ "უოტფორდი" გარდასახა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი "უოტფორდს" პრემიერლიგისკენ მიუძღვის. ესპანელმა გუნდი 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც ჩემპიონშიპში 34 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი 72 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.

37-ე ტურში "უოტფორდმა" გასვლაზე "როტერჰემი" 4:1 დაამარცხა, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 20 მარტს "ბირმინგემს" უმასპინძლებს.

ნამატჩევს ჩისკომ შემდეგი განაცხადა: "უკეთესად თამაში შეგვიძლია, ბურთი სხვადასხვა სიტუაციაში უკეთესად უნდა ვაკონტროლოთ. ჩვენი გუნდი კარგად თამაშობს და ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ახლა დამშვიდება არ შეიძლება, ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, ვინაიდან რთული მატჩები
გველის, შეიძლება მძიმე დროება დაგვიდგეს.

როდესაც აქ მოვედი, პრობლემებზე საუბრობდნენ, გასვლაზე თამაში გვიჭირდა. ბალანსს მივაღწიეთ, გუნდი გაუმჯობესდა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
უოტფორდი თამაშების შემხედვარე ვხვდები რომ ფარერების გუნდთან დინამომ თამაში გაყიდა, პლუს ამას დინამო ცხვრების გროვაა.
გიორგი
07:53 17-03-2021
2
ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელი, ვისაც კი საქართველოს ჩემპიონატში უმუშავია.
ქართველი888
10:14 17-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული