დრამა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 აპრილს პრემიერ ლიგის 33-ე ტურში "ლივერპულმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-3 წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, საპასუხო გოლი კი ჯოზეფ უილოკმა 90+5-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად, 33 ტურის შემდეგ 54 ქულით მერსისაიდელები მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება "ნიუკასლს", "კაჭკაჭები" 36 ქულით მე-15 ადგილს იკავებენ.

"ლივერპული" მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს, "ნიუკასლი" კი იმავე დღეს "არსენალს" უმასპინძლებს.

altპროტესტის ფონზე "ლივერპულის" დაკარგული ქულები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული