სასწაულმოქმედმა ჩისკომ "უოტფორდი" პრემიერლიგაში გადაიყვანა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "უოტფორდი" პრემიერლიგაში დააბრუნა.

44-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე ისმაილა სარის მიერ მე-11 წუთზე გატანილი პენალტით "მილუოლი" 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩისკომ "უოტფორდი" 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, მას შემდეგ გუნდმა მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იასპარეზა და მიზანსაც მიაღწია.

მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე ზეიმი გაიმართა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებას გულშემატკივრები ქალაქში აღნიშნავენ.

"დეილი მეილი" აღნიშნავს, რომ
ჩისკოს ხელმძღვანელობით "უოტფორდი" სიურპრიზებს პრემიერლიგაშიც შემოგვთავაზებს და ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
მაგარი კაცია, ვულოცავ! როგორც იტყვიან: "საქმემან შენმან გამოგაჩინოს".
ჩისკოს "უოტფორდში" საქმიანობა სათანადო პასუხია ჟორდანიების, სალუქვაძეებისა და ძმათა მათთა გამონათქვამებზე, აგრეთვე "დინამო"-ს მენეჯმენტისა თუ ფეხბურთელების უვარგისობაზე
ტყეშელაანთ გიჟი
21:52 24-04-2021
4
ვისი ბრალი ყოფილა,ჩისკოსი თუ ფეხბურთელების.დინამო ეხლა ყველაზე საშინელ ფეხბურთს თამაშობს,მიუხედავად ლიდერობისა.
კახა ქ.
21:48 24-04-2021
3

სიახლეები პოპულარული