"ჩელსი" ჰოლანის შესაძენად 12 ფეხბურთელს ყიდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ ერლინ ჰოლანის ხელში ჩაგდება ისე უნდა, რომ მზად არის ნორვეგიელის ტრანსფერისთვის 12 ფეხბურთელი გაყიდოს.

ყველა ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელები 230 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ, ეს ფული კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ "ჩელსის" ნორვეგიელის ხელში ჩასაგდებად კონკურენტები აღარ ჰყავდეს. ყველაზე ძვირფასი ტრანსფერი კი ტედმი აბრაჰამის უნდა იყოს, რომელიც 46 მილიონ ევროდ არის შეფასებული. თავდამსხმელით "ვესტ ჰემი" და "ლესტერი" არიან დაინტერესებულნი. კურტ ზუმა (34 მილიონი) შესაძლოა, "ევერტონში" გადავიდეს, ფიკაო ტომორის (28 მილიონი) გამოსყიდვით კი "მილანია" დაინტერესებული.

ასევე, აბრამოვიჩის
კლუბს სურს დაემშვიდობოს რუბენ ლოფთუს-ჩიქს (28 მლნ), როს ბარქლის (23 მლნ), მიჩი ბატშუაის (17 მლნ), დავიდე ზაპაკოსტას (11,5 მლნ), ვიქტორ მოზესს (9 მლნ), ბობი რაჰმანს (8 მლნ), კენედის (5,7 მლნ), დენი დრინქუოთერს (5,7 მლნ) და აიკა უგბოს (5,7 მლნ).

Transfermarkt-ი ჰოლანს 110 მილიონ ევროდ აფასებს. "ჩელსიმ" კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დუელის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "რეალთან" ფრედ, 1:1 ითამაშა.

მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 2 /
mainc ar mgonia mag fexburtelshi magdenis gadaxda ghirdes...
0
ბატშუაის და აბრაჰამის გარდა არცერთი არ გამიგია და ეს ორიც არ ბრდღვნიდეს რა! ამ უცნობ ფეხბურთელებში აპირებენ ამხელა თანხის მიღებას? სასაცილოა
გიორგი
04:20 01-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული