მადრიდის არჩევნების გამო მარსელომ "ჩელსისთან", შეიძლება, ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პირველმა ვიცე-კაპიტანმა მარსელომ, შესაძლოა, ლონდონის "ჩელსისთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალი გამოტოვოს.

მიზეზი კი მეტად უცნაურია - მარსელო მადრიდის ანსამბლეის (საკრებულოს) არჩევნებზე სადამკვირვებლო კომისიის წევრად არის არჩეული, არჩევნები კი 4 მაისს გაიმართება - იმ დღეს, როცა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური დაპირისპირების საპასუხო თამაში უნდა შედგეს.

ამ ეტაპზე, მარსელო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა არჩევნებზე არდასწრების უფლება მიიღოს, თუმცა ჯერჯერობით უარს ეუბნებიან. მადრიდელთა მცველმა 2011 წელს ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და ის საქმიანობა, რასაც ახლა მისგან
ითხოვენ, ვალდებულებაა.

თუმცა ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება კანონის მიხედვით შესაძლებელია. 2019 წლის არჩევნებზე "ლევანტეს" ფეხბურთელი აიტონ ფერნანდესი "ბილბაოსთან" მატჩის დღეს მსგავსი მოვალეობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მარსელოს ჯერ ნებას არ რთავენ...




მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს ჩამოდი ჩვენთანაც არჩევნებზე დამკვირვებლად :D :D
*****
10:12 29-04-2021
1
აუფ ეს რეალის წევრია, საიას თუ გამჭირვალეობა საქართველოს(ესპანეთის)DDDDDDDDDDD
1

სიახლეები პოპულარული