ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით "ევერტონის" ვიცე-კაპიტანი დააკავეს

AutoSharing Option
დიდი მანჩესტერის პოლიციის ინფორმაციით, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 31 წლის კაცი, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს, მილიონერია და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენს.

პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ეს ადამიანი "ევერტონის" ვიცე-კაპიტანი და ისლანდიის ნაკრების კაპიტანი გილფი სიგურდსონია, თუმცა, ბრიტანული მედიის მტკიცებით, დაკავებული სწორედ "ლურჯების" ნახევარმცველია.

"ევერტონმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კლუბის მთავარ გუნდს 1 ფეხბურთელი ჩამოშორდა... ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიციამ სიგურდსონი დააპატიმრა.

31 წლის გილფი სიგურდსონი "ევერტონში" 2017 წლიდან თამაშობს და ამ პერდიოში გუნდის მაისურით 151 მატჩი გამართა და
31 გოლი გაიტანა. ისლანდიელს მეუღლე ჰყავს, რომელზეც 2019 წელს დაქორწინდა. პოლიცია კი გამოძიებას აგრძელებს...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული