პრემიერ ლიგის მე-6 ტურში "ასტონ ვილამ" სენსაციურად "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" 1:0 სძლია.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 88-ე წუთზე კორტნი ჰაუსმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ 90+3 წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, პენალტის ნიშნულთან კი არა კრიშტიანო რონალდო, არამედ ბრუნო ფერნანდეში მივიდა, რომელმაც ეს უკანასკნელი საშინლად შეასრულა და საკუთარ გუნდს ქულაც ვერ შესძინა.
ამრიგად, 6 ტურის შემდეგ "წითელი ეშმაკები" 13 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, "ასტონ ვილა" 10 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
მანჩესტერელები მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს, ამ მატჩამდე კი 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "ვილიარეალს" მიიღებენ.
თავის მხრივ, "ასტონ ვილა" 3 ოქტომბერს "ტოტენჰმეს" ესტუმრება.