"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის ბინადარმა "უოტფორდმა" იუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი დაკავებული თანამდეობიდან გაათავისუფლა.

კლუბმა გავრცელებულ წერილში გასული სეზონის მიღწევისთვის ესპანელს მადლობა გადაუხადა და შემდგომში წარმატებები უსურვა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ჩისკო ბოლოდროინდელ უარყოფით შედეგებს შეეწირა, გუნდის საბჭომ კი მისი წასვლის საჭიროება დაინახა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "უოტფორდი" გუშინ გასვლაზე "ლიდსთან" 0:1 დამარცხდა, რაც ესპანელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ჩისკო "უოტფორდის" მწვრთნელი გასული წლის დეკემბერში გახდა, იქამდე კი მოგეხსენებათ თბილისის "დინამოს" ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა ვარიანტში წარმატებები ჩისკოს, ის ჩვენიანია.
1
სამწუხაროა, მაგრამ დიდი გამოცდილება დააგროვა და უოტფორდის გადმოსვლა მისი დამსახურებაა.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული