"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ისევ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად:
"მას ყოველდღე ვხედავ და საუკეთესოდ მიმაჩნია. არაჩვეულებრივად სტაბილურია - სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. 32-33 წელი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია.
ჩვენ ამას მაშინ ვუახლოვდებით, როდესაც თამაში უკეთ გესმის, მოედანს უკეთ ხედავ და სიტუაციას იმაზე გაცილებით ადრე აანალიზებ, ვიდრე ეს მოხდება".