2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტური ლივერპულში, "გუდისონ პარკზე"დასრულდა - "ევერტონმა" "არსენალი" საინტერესო და დრამატულ დაპირისპირებაში 2:1 დაამარცხა.

პირველი ნახევარი თითქოს უგოლოდ სრულდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ნორვეგიელმა მარტინ ოდეგარდმა, რომელიც ლონდონში მადრიდის "რეალიდან" გადაბარგდა, შოტლანდიელი ტირნის კარგი ფლანგური გადაცემა გამოიყენა და სტუმრები დააწინაურა.

არტეტას ფეხბურთელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ბრაზილიელ რიჩარლისონს VAR-მა ორი გოლი გაუუქმა, თუმცა 24 წლის შემტევმა 79-ე წუთზე მაინც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 92-ე წუთზე კი დემარაი გრეიმ მეტოქის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო და რაფაელ ბენიტესის გუნდს გაამარჯვებინა.

"არსენალი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა, 23 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და 11 დეკემბერს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს. ამ გამარჯვებით "ევერტონმა" სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა, თუმცა მხოლოდ 18 ქულა აქვს, ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს, 12 დეკემბერს კი "კრისტალ პალასს" ესტუმრება.

alt"მანჩესტერის" ღირსეული პასუხი "არსენალის" უტიფრობაზე და რონალდოს სუპერრეკორდი [VIDEO]

altბენიტესი "ევერტონის" მწვრთნელად დანიშნეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული