ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში "არსენალმა" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
"მეთოფეების" რიგებიდან გოლები გაბრიელ მარტინელიმ (48) და ემილ სმიტ როუმ (87) გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის წაქცევისთვის ვლადიმირ ქუფალმა წითელი ბარათი მიიღო, თვითონ ფრანგმა კი პენალტი ვერ გამოიყენა.
ამრიგად, "არსენალი" 29 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჩაქუჩები" 28 ქულით მე-5 პოზიციაზეა, შემდეგ ტურში (იმავე 18 დეკემბერს) კი "ნორვიჩს" უმასპინძლებს.