აგუერო შესაძლოა "სიტიში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
სერხიო აგუერო შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ელჩის როლით დაბრუნდეს.

"სიტის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორმა კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა. შეგახსენებთ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არგენტინელმა "ბარსელონაში" მოღვაწეობა ვერ მოახერხა და ექიმების რჩევით, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაც გადაწყვიტა.

33 წლის აწ უკვე ექსფორვარდს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ.

"ქალაქელების" მსგავსი გადაწყვეტილება სერხიოს დიდ ფეხბურთში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. თუ "ალბისელესტელი" ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ "კუნი" ლესკოტის, რიჩარტისა და ფილიპსის გზას გაჰყვება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული