"რივერ პლეიტის" 21 წლის თავდამსხმელი ხულიან ალვარესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".
"სიტი" ალვარესს 18.5 მილიონ ევროდ შეიძენს, ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ივლისამდე თავის ამჟამინდელ გუნდში იჯარით დატოვებს.
ამ სეზონში არგენტინის ჩემპიონატის 20 მატჩში ალვარესმა 18 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.