"სიტიმ" ქულები დაკარგა და "ლივერპულს" შანსი მისცა - მაჰრეზმა უმნიშვნელოვანესი პენალტი გააფუჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში "მანჩესტერ სიტი" "ვესტ ჰემს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში "ჩაქუჩებმა" ჯეროდ ბოუენის ორი გოლის (24-ე და 45-ე წუთები) წყალობით 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში "ქალაქელებმა" მასპინძლებზე ზეწოლა გაზარდა, 49-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა სხვაობა შეამცირა.

69-ე წუთზე ვლადიმირ კუფალმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა და ანგარიში გათანაბრდა. 86-ე წუთზე რიად მაჰრეზს ჩინებული შანსი მიეცა, რომ საკუთარი გუნდისთვის 3 ქულა მოეპოვებინა და ჩემპიონობის სტატუსიც მოეპოვებინა, თუმცა ალჟირელმა ვარსკვლავმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

ამრიგად, "სიტი" 90 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, "ლივერპულს"
4 ქულით უსწრებს (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ბოლო, 38-ე ტურის (22 მაისს) შეხვედრას კი სტივენ ჯერარდის "ასტონ ვილასთან" გამართავს. რა თქმა უნდა, ფეხბურთელების კლასს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა ჯერარდისთვის მერსისაიდელების პრემიერლიგური ტრიუფი რამდენსაც ნიშნავს, ყველამ იცის. ამიტომ ინგლისელი სპეციალისტის გუნდიდან გულშემატკივართა ნაწილი სიურპრიზს ელოდება.

რაც შეეხება "ვესტ ჰემს", 56 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, 22 მაისს "ბრაიტონს" ესტუმრება. თუ "წითელი ეშმაკები" (58 ქულა აქვთ) ბოლო ტურში (22 მაისს) "კრისტალ პალასთან" ვერ გაიმარჯვებს, ხოლო "ჩაქუჩები" "თოლიებს" დაამარცხებს, მაშინ მანჩსტერელები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ, "ვესტ ჰემი" კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

ასეა თუ ისე, პრემიერლიგაში ბოლო ტური დაძაბული და სანახაობრივი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული