"კრისტიან, ჩვენ შენ გვჭირდები". "ბრენტფორდი" ერიკსენს გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობს.

AutoSharing Option
დანიის ნაკრებისა და "ბრენტფორდის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

მიუხედავად გულის სტიმულატორით თამაშისა, გამოცდილმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ტემპს ალღო მალევე აუღო და ჩინებულადაც გამოიყურება. გასულ სეზონში იგი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

6 თვიანი კონტრაქტის შემდეგ, "ბრენტფორდი" მზადაა ნახევარმცველს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

30 წლის ფეხბურთელის პასუხი უცნობია, Sky Sports-ის ინფორმაციით, ერიკსენს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. თავის მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ დანიელი ყოფილ გუნდში "ტოტენჰემში" დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, სკანდინავიელმა  ფეხბურთელმა ამ სეზონში 11 თამაში ჩაატარა, სადაც თავი 1 გატანილი
გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე რომ ვიყო დავრჩებოდი...
რობი
17:42 04-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული