მატაის დე ლიხტს პრემიერლიგის გრანდი ეპატიჟება

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ჩელსის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე "იუვენტუსის" მცველი მატაის დე ლიხტი იქნება.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს ტრანსფერებისთვის 200 მილიონი ევრო გამოუყვეს და სრული თავისუფლება მისცეს.

ნიდერლანდელი უკანახაზელი კი გერმანელი მენეჯერის სიაში ყოფილა და "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები მის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებენ.

დე ლიხტს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული