"ლივერპულმა" ორი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა
AutoSharing Option
"ლივერპულმა" გვაუწყა, რომ გუნდის ორ ფეხბურთელს, მეკარე ლორის კარიუსსა და თავდამსხმელ დივოკ ორიჯის, კონტრაქტები ამოეწურა და ისინი "ენფილდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.
როგორც ხდება ხოლმე, კლუბმა მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგში წარმატებები უსურვა.
დიდი ალბათობით, ორიჯი კარიერას "მილანში" განაგრძობს, კარიუსის მომავალი გუნდი კი ჯერჯერობით უცნობია.
ძალიან მეცოდება კარიუსი.ტვინის შერყევით ითამაშა და რა საკვირველია,რომ უხეში შეცდომები დაეშვა.ეს კი,მისი კარიერისათვის კატასტროფად იქცა.ამას არ იმსახურებდა.