ტუხელი მთავარ იმედს მასზე ამყარებს - "ჩელსი" მალე დაიმატებს ფეხბურთელს, რომელიც მომავალ სეზონში ლიდერად უნდა იქცეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ჩელსი" ახლოსაა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის შეძენასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ინგლისელ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც განიხილავს.

სტერლინგის სატრანსფერო ღირებულება 55-60 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე "სიტის" შემადგენლობაში 47 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მას "ქალაქელებთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც მაგ აზრზე ვარ..ლუკაკუს მსგავსი ტრანსფერი იქნება..ჩემის აზრით სტერლინგზე მეტად ნეიმარი მოერგება ჩელსის..ნუ თუ ტუხელი გაწურავს ვარჯიშით და ფორმაში ამყოფებს
კიეზა
16:31 30-06-2022
0
არამგონია სტერლინგმა იმ დონეზე ითამასოს რაც სიტიში იყო.მიზეზი პეპიაა
იმერელი
11:36 30-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული