სად წავა ვერნერი? - ტიმოს მსურველები არ აკლია

AutoSharing Option
ახალი ამბავი არაა, რომ ლონდონის "ჩელსის" ფორვარდს ტიმო ვერნერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის გამოცვლა სურს, რადგან "სტემფროდ ბრიჯზე" მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

გერმანელ თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში დარჩენის ვარიანტიც გამოუჩნდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს ფინანსურად მოძლიერებული "ნიუკასლი" გამოთქვამს.

ამას გარდა, ჟურნალისტი ეკრემ კონური წერს, რომ ვერნერის თავის რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს, ვისაც თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს. ტიმოს დაბრუნებით მისი ყოფილი გუნდი "ლაიფციგიცაა" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული