ჩემპიონშიპში წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისური ჩემპიონშიპის მე-2 ტურის უკანასკნელი შეხვედრა "ვესტ ბრომვიჩსა" და "უოტფორდს" შორის გაიმართა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-12 წუთზე სტუმრების სენეგალელმა ფორვარდმა ისმაილა სარიმ დევიდ ბატონს გოლი საკუთარი ნახევრიდან გაუტანა. ანგარიში კარლან გრანტმა 45+2 წუთზე გაათანაბრა.

იმავე ისმაილამ 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, ჩემპიონშიპში შოთა არველაძის "ჰალ სიტი" გამოდის, რომელიც 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-5 ადგილს იკავებს (0:0 ითამაშა "პრესტონთან"), შემდეგ შეხვედრას კი 13 აგვისტოს, "ნორვიჩთან" გამართავს.

"უოტფორდი" 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, "ვესტ ბრომვიჩს"
კი 2 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა „ჩემპიონშიპი“? ჩემპიონატი ვერ ქაჩავს?
ირაკლი
11:01 09-08-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული