"მანჩესტერი" მეკარეს აუცილებლად იყიდის - მამარდაშვილისა და ბუსჩანის შემდეგ ახალი გვარი დასახელდა

AutoSharing Option
Sky Sports წერს, რომ დინ ჰენდერსონის "ნოტინგემში" გადასვლის შემდგომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დავიდ დე ხეას დუბლიორს აუცილებლად შეიძენს.

მოგეხსენებათ, ქართველი გიორგი მამარდაშვილის ამბავზე, რომელზეც რამდენჯერმე დაიწერა, რომ შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩენილიყო, შემდეგ კი კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების კიპერ გეორგი ბუსჩანზეც ითქვა.

Sky Sports ახლა წერს, რომ "წითელმა ეშმაკებმა" შესაძლოა, ფრანკფურტის "აინტრახტის" კარის დარაჯი კევინ ტრაპი შეიძინონ, ვისი სატრანსფერო ღირებულებაც 7 მილიონი ევროა.

ამავე წყაროს ცნობით, "მანჩესტერი" "გლადბახის" მეკარე იან სომერსაც დაუკავშირდა, თუმცა შვეიცარიელმა უარი თქვა, რადგან
მუნდიალის წინ ისეთ გუნდში არ სურს ასპარეზობა, სადაც მეორე ნომერი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დეხეას დუბლიორათ რო წავიდეს პირველი მეკარე როცა ხარ ამაზე ცუდ გადაწყვეტილებას ვერასდროს ვერავინ მოიფიქრებს
ნოდო
14:29 23-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული