პორტუგალიელი ერიკ ტენ ჰაგს, რალფ რაგნიკსა და უეინ რუნისაც შეეხო:
"ერიკ ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ის ჩემ მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს. ასეთი ვარ, თუ პატივისცემით არ მომექცევი, ანალოგიურად გიპასუხებ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიღალატა. კლუბი ცდილობდა, რომ გავეყიდე. არა მარტო მწვრთნელს, არამედ ზოგიერთ ფეხბურთელს ჩემი კლუბში ყოფნა არ სურდა. ამას მხოლოდ წელს
რალფ რაგნიკი? - თუ არ ხარ მწვრთნელი, არ მესმის, როგორ უნდა გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი. სიმართლე გითხრათ, რაგნიკის არასდროს მესმოდა.
რას ვფიქრობ რუნის კრიტიკაზე? - არ ვიცი... შესაძლოა, იმიტომ მაკრიტიკებს, რომ ის პენსიაზე გავიდა, მე კი ისევ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ", - თქვა რონალდომ.