"მანჩესტერი" რონალდოსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე თანახმაა - "იუნაიტედს" ერთი პირობა აქვს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, გუნდის პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი გაუწყვიტოს, თუმცა ამისთვის თავისი პირობა აქვს.

კლუბი მზადაა ეს ნაბიჯი გადადგას, თუ 37 წლის ფეხბურთელი თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტის კომპენსაციის გადახდაზე უარს იტყვის.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბის მწვრთნელი, სტრუქტურა და თანაგუნდელები გააკრიტიკა.

altკლუბი ზომებს აუცილებლად მიიღებს - ტენ ჰაგი და მოთამაშეები რონალდოთი იმედგაცრუებულნი არიან

alt"ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, "მანჩესტერმა" მიღალატა" - კრიშტიანო რონალდოს სკანდალური ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაფერიც არ აქვს ავარდნილი რონალდოს, ეს რა უბედურებაა, ვინ ჰყავს მანჩესტერში მასზე უკეთესი? არავინ, ყველა ბოღმიანი და შურიანია ირგვლივ... მწვრთნელი ხო საერთოდ...
ზვიადი
09:22 16-11-2022
1
ტენ ჰააგი, ძალიან ცუდად იქცევა და ძალიან ცუდადაც ექცევა როლანდოს, ფაქტიურად კარიერას უფუჭებს ლეგენდას. კი როლანდოსაც ცოტა " თავში" აქვს ავარდნილი და აქედანაც მოდის მისი ამბიციურობაც. ისე ცოტა უნდა მოთოკოს ნერვები და რაღაცაზე უკანაც უნდა დაიხიოს, თორე ასე არაფერი გამოუვა.
goga
21:24 15-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული