მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის, არსენ ზახარიანის ზაფხულში "ჩელსიში" ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ რუსეთის ნაკრების წევრია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისში გადაბარგების მიზნით ის სომხეთის მოქალაქეობას მიიღებდა და გამონაკლისის სახით უეფა საფეხბურთო მოქალაქეობის გამოცვლის უფლებასაც მისცემდა. ახლა კი Sports.ru-ს ჟურნალისტი კირილ ბელსკი იტყობინება, რომ ზახარიანი ლონდონურ გუნდში მალე გადავა.
დეკემბერში ზახარიანი ერევანში ჩაფრინდება და სომხეთის მოქალაქის პასპორტს მიიღებს, რაც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღებას ძალიან გაუადვილებს. ზაფხულში პრობლემა ფულის ინგლისიდან რუსეთში გადარიცხვა გახდა, ახლა კი თანხა სომხეთის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე დაჯდება.
ამ სეზონში მან 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.