გასრულდა ესე ამბავი - რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა

AutoSharing Option
ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ 37 წლის თავდამსხმელმა რონალდომ "მანჩესტერი" დატოვა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

კლუბმა პორტუგალიელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. რონალდომ განაცხადა, რომ კლუბი და მისი ფანები უყვარს, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა.

რონალდოს კონტრაქტი 8 თვის შემდეგ უსრულდებოდა, ამ პერიოდში 17 მილიონ ფუნტამდე უნდა მიეღო, მაგრამ კომპენსაციაზე უარი თქვა.

კრიშტიანომ ამ სეზონში პრემიერლიგის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამჟამად ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და ჯერ უცნობია, რომელ
კლუბში გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოღონდ ნაპოლი არა რააა.რეალამდე გზა გქონია ჩემო რონი.ცოცხალი ლეგენდა ხარ მესისთან,მალდინისთან,პუიოლთან და.... გზა მშვიდობისა,ოღონდ ნაპოლი არა.იქ უკვეა ქოჩორა ბიჭი
ჯელა
23:54 22-11-2022
8
დროა სამშობლოში დაბრუნდე და ერთ-ერთპორტუგალიურ კლუბს უეფას რომელიმე თასი მოაგებინო! ეს იქნება შენი კარიერის მწვერვალი!
Naturali Guruli
07:38 23-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული