ორი გოლი საკუთარ კარში - "ლივერპულმა" "ლესტერს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-16 ტურში "ლივერპულმა" სახლში 2:1 სძლია "ლესტერს".

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი სტუმრებმა გაიტანეს - ჯერ კირნან დიუძბერი-ჰოლმა ანგარიში გახსნა, შემდეგ კი შვიდწუთიან ინტერვალში საკუთარი გუნდის კარი ორჯერ დალაშქრა 24 წლის ბელგიელმა მცველმა ვაუტ ფასმა.

ფასი პრემიერლიგის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა.

"ლივერპულმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 28 ქულით მე-6 ადგილზეა და 2 იანვარს გასვლაზე "ბრენტფორდს" შეხვდება.

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ლესტერი 2:1
გოლები: 0:1 დიუძბერი-ჰოლი (4), 1:1 ფასი (38, საკ. კარში), 2:1 ფასი (45, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კალაძეს მაინც ვერ მოუჯოკრა, კალამ ნაკრებში შეასრულა დუბლი.
ჟორა
15:07 01-01-2023
3
ეტყობა მერობას უმიზნებს.
G.LA
14:32 31-12-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული