"იუნაიტედმა" "სიტის" თამაში შემოუტრიალა და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-20 ტურში „მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“.

„სიტიმ“ მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა ბურთი - „იუნაიტედს“ ბურთის ფლობა 29.7% ჰქონდა და მაინც მოიგო.

„მანჩესტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, 38 ქულით მესამე პოზიციაზეა და მეორეადგილოსან „სიტის“ 1 ქულით ჩამორჩება.

. „სიტის“ ნახევარმცველმა გრილიშმა 17 სექტემბრის მერე პირველად გაიტანა - ის 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 3 წუთში ანგარიში გახსნა.
. „მანჩესტერის“ ფორვარდმა რეშფორდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერე შვიდივე მატჩში გაიტანა - 8 გოლი. მან 2008 წელს რონალდოს
მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
. „ქალაქელთა“ თავდამსხმელმა ჰოლანმა ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა - პირველად ამ სეზონში.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 0:1 გრილიში (60), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (78), 2:1 რეშფორდი (82)

მკითხველის კომენტარები / 4 /
პიიიპ
რუსეთი და უკრაინა ერთი ყ....ა
23:31 14-01-2023
5
გვარდიოლა სეპარატისტია და ცრუპენტელები და საკუთარი ქვეყნის მტრები, რომლელთა გასაქანი ვიწროა წარმატებების ნაკლები შანსი აქვთ ისევე, როგორც ბარსას. გაუმარჯოს ერთიან ესპანეთს, გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და გაუმარჯოს ერთიან სერბეთს!
ლაშა
20:28 14-01-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული