"ლივერპული" "ბრაიტონთან" განადგურდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბრაიტონთან“ 0:3 დამარცხდა. ეს იურგენ კლოპის გუნდის ბოლო ორ წელიწადში ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა.

კლოპმა ნამატჩევს განაცხადა, რომ ყველაფერი ცუდად, ძალზედ ცუდადაა, ეს შემაშფოთებელია და ამაზე უარესად თამაში წარმოუდგენელია.

„წითლების“ ყოფილი ფეხბურთელის ჯეიმი კარაგერის თქმით, ამ გუნდს პრემიერლიგაში ყველაზე უარესი დაცვა ჰყავს და კიდევ უფრო დაქვეითების უფლებას საუკეთესო მეკარე არ აძლევს.

„ლივერპული“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 21 იანვარს „ჩელსის“ უმასპინძლებს.

ბრაიტონი. „ფალმერი“
ბრაიტონი - ლივერპული 3:0
გოლები: 1:0 მარჩი (46), 2:0 მარჩი (53), 3:0
უელბეკი (81)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ შემოდგომით,ნაპოლისთან 1-4 წააგო, ალბათ ჩემპიონატს გულისხმობენ.ძალიან არეულია,ლივერპული!
სოსო
18:23 15-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული