როგორც იცით, გუშინ ლონდონელებმა ოფიციალურად გვაუწყეს, რომ 22 წლის შემტევი 110 მილიონ ევროდ შეიძინეს:
"არსენალის" ამერიკელი მფლობელი გაცილებით მდიდარია, ვიდრე "ჩელსის" ამერიკელი მფლობელი. სინამდვილეში, კროენკეს ("არსენალის" მეპატრონე) ცოლი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე თავად კროენკე ან ტოდ ბოული ("ჩელსის" მფლობელი).
ცოტა გასაკვირია, როდესაც უკრაინელი ფეხბურთელი ასე ეფლირტავებოდა "არსენალს", შემდეგ კი ირჩევს გუნდს, რომლის გულშემატკივრებიც მღერიან ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის მხარდასაჭერად (იგულისხმება რომან აბრამოვიჩი)", - თქვა მორგანმა.