"აირჩია გუნდი, რომლის გულშემატკივრებიც პუტინის მეგობრის მხარდასაჭერად მღერიან" - მორგანი მუდრიკის "ჩელსიში" ტრანსფერზე

AutoSharing Option
ჟურნალისტმა პირს მორგანმა უკრაინელი ფეხბურთელის, მიხაილო მუდრიკის "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც იცით, გუშინ ლონდონელებმა ოფიციალურად გვაუწყეს, რომ 22 წლის შემტევი 110 მილიონ ევროდ შეიძინეს:

"არსენალის" ამერიკელი მფლობელი გაცილებით მდიდარია, ვიდრე "ჩელსის" ამერიკელი მფლობელი. სინამდვილეში, კროენკეს ("არსენალის" მეპატრონე) ცოლი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე თავად კროენკე ან ტოდ ბოული ("ჩელსის" მფლობელი).

ცოტა გასაკვირია, როდესაც უკრაინელი ფეხბურთელი ასე ეფლირტავებოდა "არსენალს", შემდეგ კი ირჩევს გუნდს, რომლის გულშემატკივრებიც მღერიან ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის მხარდასაჭერად (იგულისხმება რომან აბრამოვიჩი)", - თქვა მორგანმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი იმათ თავში ჩამახედა უკრაინელებზე რომ ქილიკებს ქვეყანა დაღუპესო, ეგ ხალხი თავისი სამშობლოსთვის თავს წირავს და შეხედეთ საქართველოს, რას გავს, ფაქტიურად უომრად რუსიფიკაცია ხდება ქვეყნის, ქართველები გარბიან, 400 000 რუსი კი ისე შემოვიდა როგორც არაფერი, ასეთ ტემპში ეს ქვეყანა განწირულია დასაღუპად, ვინაა ერთი საქილიკო აბა.
gega
05:48 17-01-2023
18
მართლა დებილები და რუსების ერთი ადგილის მლოკველები ხართ, ვინც ასეთ კომენტებს წერთ, რას ერჩით უკრაინელებს ვერ გამიგია-ხალხი საკუთარ მიწას და ოჯახებს იცავს როგორც შეუძლიათ,დახმარებას რიგი მიზეზების გამო თუ ვერ ვუწევთ, რაღას ქილიკობთ და პროფესორობთ,ვითომდა ჩვენ სულ ნოტებივით გქონდეს აწყობილი გეოპოლტიკური მდგომარეობა ან რუსის ჯარი არ იდგეს ფაქტიურად თბილისის კარიპჭესთან და ყოველდღე არ იტაცებდნენ ქართველებს საკუთარი ბაღ-ბოსტნებიდან.ან კიდევ იმ ვინმე მუდრიკს რას ერჩით, გადავიდა ჩელსი-ში და ღმერთმა ხელი მოუმართოს....თქვენ რა დაგაკლდათ....ისე იგივე ქილიკის კორიანტელია რუსულ პრესაში უკრაინის,ამერიკის, მუდრიკის მიმართ...
კარგით რაააააა!
20:02 16-01-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული