"სიტის" ქამბექი და მნიშვნელოვანი გამარჯვება "ტოტენჰემთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველი ტაიმის მიწურულს დეიან კულუსევსკისა (44) და ემერსონ როიალის (45+2) გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა.

51-ე წუთზე ხულიან ალვარესმა სხვაობა შეამცირა. 53-ე წუთზე ერლინ ჰოლანმა წონასწორობა აღადგინა, დარჩენილი ორი გოლი კი რიად მაჰრეზმა 63-ე და 90-ე წუთებზე გაიტანა.

ამრიგად, "ქალაქელები" 19 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, 22 იანვარს კი "ვულვზს" უმასპინძლებს.

თავის მხრივ, "ტოტენჰემი" 33 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება,
მომდევნო შეხვედრას კი 24 იანვარს, "ფულემის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული