მეტი, ვიდრე მილიარდი - "ჩელსი" მანჩესტერ "სიტის" შეუერთდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" მანჩესტერ "სიტის" შემდეგ Transfermarkt-ის მონაცემებით გახდა მეორე კლუბი, რომლის ფეხბურთელთა ჯამურმა ღირებულებამ მილიარდ ევროს გადააჭარბა.

"ქალაქელების" ყველა მოთამაშე ჯამში 1,11 მილიარდი ევროთია შეფასებულია, "არისტოკრატთა" კი - 1,02 მილიარდით.

რა თქმა უნდა, ეს ნიშნული დიდწილად ლონდონელთა ბოლო ტრანსფერმა განაპირობა, როდესაც მათ რიგებში უკრაინელი მიხაილო მუდრიკი გადაბარგდა. 

ხუთეულში ასევე იმყოფებიან მიუნხენის "ბაიერნი" (944,70 მილიონი ევრო), "ლივერპული" (928 მილიონი ევრო) და პსჟ (894,55 მილიონი ევრო).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტყობა მაგიტო გადაიხადეს არარეალური 100 მილიონი უკრაინელ ბიჭში რომ მილიარდერთა კლუბში შესულიყო.
გულშემატკივარი
21:31 22-01-2023
1
სიტი, ჩელსი... კლუბები, რომლებიც მდიდარი ისტორიული ტრადიციებით არ გამოირჩევიან, დიდ ვერაფერს აკეთებენ საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ფული აქვთ... ძალიან კი უნდათ პრემიერლიგა ამერიკულ ენ ბი ეის დაამსგავსონ... პსჟ კიდე, საერთოდ არ მოუგია ლიგა!
ლაშა
12:57 22-01-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული