მუდრიკისა და რუსი მომღერლის სასიყვარულო ურთიერთობაზე ჭორები გაჩნდა - რას ამბობს თავად ფეხბურთელი "სერებროს" ყოფილი წევრის, კატია კიშუკის შესახებ

AutoSharing Option
Tribuna.com-ი წერს, რომ ბოლო დროს "ჩელსის" ახალწვეულ მიხაილო მუდრიკსა და ჯგუფ "სერებროს" ყოფილ წევრს, რუს მომღერალ კატია კიშუკის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორები გაჩნდა. 

ეს ყველაფერი კი დაფუძნებულია იმაზე, რომ მათ ფოტოები ერთი და იმავე ადგილიდან აქვთ, ასევე - სოციალურ ქსელში გამოწერებიდან და კომენტარებიდან. 

კატია ქალაქ ტულაში დაიბადა, დიდი ხანია ინგლისში ცხოვრობს და "ვიკიპედიას" ცნობით, მას რუსეთთან ერთად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაც აქვს.

კიშუკი მუდრიკის პრემიერლიგურ სადებიუტო მატჩზეც გამოჩნდა, როდესაც ახალგაზრდა შემტევის გუნდი "ფულჰემს" უპირისპირდებოდა. კატია ტრიბუნაზე უკრაინის დროშით იმყოფებოდა.

Tribuna.com-ი დაინტერესდა,
თუ რა ურთიერთობა აქვს მუდრიკს მომღერალთან, რაზეც ფეხბურთელს დაეკითხა. 

უკრაინელმა თქვა, რომ კატიას აქვს საკუთარი ოჯახი და ურთიერთობები და ის უბრალოდ დიდი ხანია მეგობრობს მასთან. მიხაილომ აღნიშნა, რომ გოგონა მას მოედნის გარეთ ზოგიერთ საკითხში ეხმარებოდა, რადგან დიდი ხანია ბრიტანეთში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სერებროს ქალები ლამის ჩემი ხნის არიან, მე კივარ 60-ს
კახა ქ.
12:05 10-02-2023
0
Serebros qalebi bebiad ergebian mudriks, sisulelea ragaca.
.........
13:46 09-02-2023
2

სიახლეები პოპულარული