"ევერტონი" 1:1 "ტოტენჰემი" - 3 ყვითელი და 2 წითელი ბარათი, დაძაბულობა პრემიერლიგის 29-ე ტურში

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ევერტონი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. „მამლები“ ოთხეულისთვის იბრძვის, ხოლო მერსისაიდული გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოსვლას ცდილობს.

თამაშის პრინციპულობა მოედანზეც კარგად გამოჩნდა. 58-წუთზე დუკურე გააძევეს, შემდეგ იყო სამი ყვითელი ბარათი (კეინი, ლენგლე, რომერო) და ბოლოს ლუკას მოურას წითელი ბარათი.

ანგარიში ჰარი კეინმა 68-ე წუთზე გახსნა თერთმეტმეტრიანი დარტყმით, 90-ე წუთზე კი შესანიშნავი დარტყმით მაიკლ კინმა გაათანაბრა.
შეგახსენებთ, რომ ლაივ ცხრილში „ტოტენჰემი“ 50 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, „ევერტონი“ კი 27 ქულით მე-15
პოზიციაზე იმყოფება.
ლონდონური გუნდი 8 აპრილს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს,  „ლურჯები“ ასევე 8 აპრილს „მანჩესტერს“ ეწვევა.


მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ



altჰარი კეინი "ტოტენჰემიდან" წასვლას არ გეგმავს

alt"ტოტენჰემიდან" დათხოვნილი კონტე შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

altსპალეტი კონტეს ნაცვლად? - ლუჩანო "ტოტენჰემის" რადარზეა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული