"არსენალი" ედეგორს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს

AutoSharing Option
"არსენალი" ნახევარმცველ მარტინ ედეგორთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

ლონდონური კლუბი 24 წლის ნორვეგიელთან მალე მოლაპარაკებებს განაახლებს და ახალი, ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას შესთავაზებს.

ედეგორს "არსენალთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი პრემიერლიგის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული