პირველად 8 წლის შემდეგ - "არსენალმა" "სიტი" პრემიერ ლიგაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩი "მეთოფეთა" უპირატესობით დაიწყო, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას ვერც ერთი გუნდი ახერხებდა.

მეორე ტაიმში არტეტას გუნდმა მოუმატა, მატჩში გარდატეხა კი გაბრიელ მარტინელიმ შეიტანა და 86-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, "არსენალმა" პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტი" 2015 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. "მეთოფეები" 20 ქულით ჩემპიონატს "ტოტენჰემთან" ერთად ლიდერობენ, მიკელ არტეტას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს, "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.

"სიტი" 18 ქულით მესამე ადგილზეა, "ქალაქელები" 21 ოქტომბერს
"ბრაიტონს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად გაქრა შარშანდელი ,,მკვლელი''(
მურთო
08 ოქტომბერი 2023 22:41
0
"ტასო ბებოზე" იძახი?
მურთოს.
09 ოქტომბერი 2023 11:09
0
არსენალსაც კობიაშვილი კი არ უზის ფედერაციაში და მწვრთნელად სანიოლი , კაშია დაცვაში
და სკამზე საზონოვი რო გააბლატავეს ეს შენი ჰაალანდი და ნორვეგიელები
stf
08 ოქტომბერი 2023 23:46
2

სიახლეები პოპულარული