"დიდი მწვრთნელი არ ვარ, ძალიან მიკვირს, როდესაც..." - იურგენ კლოპი თავის მიღწევებზე

AutoSharing Option
"ლივერპულის" დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თავს დიდ მწვრთნელად არ მიიჩნევს და უკვირს, როდესაც გულშემატკივრები მას ამ სახელით მოიხსენიებენ.

"არ ვთვლი ჩემს თავს დიდ მწვრთნელად და ცხოვრებაში ასე არასდროს ჩამითვლია. ძალიან მიკვირს გულშემატკივრების, რომლებსაც სწორედ ასეთად მივაჩნივარ.

ერთადერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ "ლივერპულში" ხალხი კმაყოფილია იმით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. მინდა დამიმახსოვრონ იმ პიროვნებად, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

არ მინდა, ჩემს საფლავის ქვას ეწეროს: "აქ განისვენებს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი" - მე მაინც ვიქნები სამი
ფუტი მიწის ქვეშ", - ციტირებს კლოპს Sky News-ი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიკვირს რომ უშვებენ მე მაგის ასისტენტს დავნიშნავდი
კობა
00:10 20-05-2024
0
კლოპი გენიალური მწვრთნელია. დღეს რამოდენიმეა ასეთი. კლოპი ანჩელოტი გვარდიოლა
ლაშა
21:16 16-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული