კანტე შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს

AutoSharing Option
The Guardian-ის ცნობით, "ალ იტიჰადის" 33 წლის ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდეს.

გამოცდილი ფრანგი ნახევარმცველის დამატებით, რომელიც ადრე "ჩელსის" ფორმას ირგებდა, "არისტოკრატების" თანაქალაქელი "ვესტ ჰემი" ინტერესდება და საუდის არაბეთის კლუბთან მოლაპარაკებასაც აწარმოებს.

კანტეს გუნდში მიყვანა "ჩაქუჩების" ახალი დამრიგებლის, ხულენ ლოპეტეგის პირადი სურვილია. "ვესტ ჰემი" მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გაიღოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული