"სიტიში" კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები" - ედერსონი კვლავ მანჩესტერელთა კარს დაიცავს

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" მეკარე ედერსონმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ინგლისური გუნდის შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე სეზონი დარჩება.

მოგეხსენებათ, ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ ბრაზილიელი საუდის არაბეთში გადაბარგდებოდა.

"ყველაფერი დასრულდა. ვესაუბრე რამდენიმე ფეხბურთელს, მწვრთნელს, დირექტორს - ყველას. ვესაუბრე ჩემს ოჯახს. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება - "სიტიში" კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები.

მედია ბევრ რამეს წერს, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე ჩემი მომავალი, განსაკუთრებით, გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ. ამ სეზონში მე სრულად ვარ ორიენტირებული მანჩესტერ "სიტიზე" და ახალი ტიტულების ძიებაში ვარ", - ციტირებს
ედერსონს ESPN.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული