„ბორნმუთმა“, რომლის რიგებში მომავალ სეზონში შეიძლება გიორგი მამარდაშვილმა იასპარეზოს, „პორტუს“ თავდამსხმელი ევანილსონ ბარბოზა შეიძინა.
„ბორნმუთს“ ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდო, 47 (37+10) მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის ევანილსონის შემდგომი გაყიდვიდან „პორტუ“ თანხის 10%-ს მიიღებს.
მან პორტუგალიურ გუნდში ოთხ სეზონში ჩატარებულ 154 მატჩში 60 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბრაზილიის ნაკრების ღირსება კი ორ შეხვედრაში დაიცვა.
ევანილსონმა „ტოტენჰემში“ გადასული დომინიკ სოლანკე უნდა შეცვალოს.